აბულის საჯარო სკოლის წარჩინებულ კურსდამთავრებულს - ხონარჰიკ შაშიკიანს კუთვნილი ოქროს მედალი გადაეცა
27-02-2024

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ აბულის საჯარო სკოლის წარჩინებული კურსდამთავრებული ხონარჰიკ შაშიკიანი ოქროს მედლით დაჯილდოვდა.

როგორც სკოლაში, გვიყვებიან, კურსდამთავრებული სწავლით მთელი 12 წელი გამოირჩეოდა და ის ერთ-ერთი სამაგალითო მოსწავლე იყო. 

სასკოლო საზოგადოება მისით ამაყობს და საყვარელ მოსწავლეს წინსვლას, კიდევ ბევრ გამარჯვებას უსურვებს.

შეგახსენებთ, რომ ოქროს მედალი სკოლის კურსდამთავრებულებს იმ შემთხვევაში გადაეცემათ, თუ მათი საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 10 დამრგვალების გარეშე. მოსწავლე, რომლის საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 9.8 ვერცხლის მედალს მოიპოვებს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203