
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ განძის N2 საჯარო სკოლაში წიგნის კითხვის პოპულარიზაციასა და მოსწავლეებში კითხვის კულტურის დანერგვას დიდი ყურადღება ექცევა. ამ მიმართულებით კი არაერთი ინიციატივა, აქტივობა თუ ღონისძიება იმართება.
ახლახან, მე-7 კლასელებმა წიგნების ჩუქების დღე მოაწყვეს. მოსწავლეებმა წაიკითხეს სომეხი მწერლის - ჰოვანეს თუმანიანის და სხვა მწერლების ლექსები.
ღონისძიების დასასრულს კი მოსწავლეებმა ერთმანეთი წიგნებით დაასაჩუქრეს.
ღონისძიებას პედაგოგი გოჰარიკ ლულუკიანი ხელმძღვანელობდა, რომელიც მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებაზე აქტიურად ზრუნავს.
იხილეთ ფოტოები: