
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუასურების საჯარო სკოლის მოსწავლეები გარემოს დაცვითა და მოფრთხილებით გამოირჩევიან. მათი ეკოცნობიერების ამაღლებაზე კი პედაგოგები ზრუნავენ, რომლებიც მოსწავლეებს ამ მიმართულებით არაერთ აქტივობასა და ღონისძიებას სთავაზობენ.
სკოლაში პროექტ „გაუფრთხილდეთ გარემოს“ ფარგლებში დასუფთავების აქცია მოეწყო. მოსწავლეებმა დაასუფთავეს სკოლის ეზო და მისი მიმდებარე ტერიტორია.
აქციას ორგანიზება მასწავლებელმა - ლია რამიშვილმა გაუწია. დასუფთავების ღონისძიებაში კი მე-5-მე-8 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. ბავშვებმა ნარჩენები შეაგროვეს და საზოგადოებას გარემოს დაცვისკენ მოუწოდეს.
იხილეთ ფოტოები: