My dream school - წყალტუბოს N2 საჯარო სკოლის მე-7 კლასელთა საინტერესო ინგლისურენოვანი პროექტი
27-02-2024

მამუკა სამაკაშვილის სახელობის წყალტუბოს N2 საჯარო სკოლაში, პროექტებით სწავლებას და მოსწავლეთათვის საინტერესო, მათ სურვილებს მორგებული სასწავლო პროცესის წარმართვას დიდი ყურადღება ეთმობა. 

ამჯერად, VII კლასში, ინგლისურ ენაში, საინტერესო პროექტი განხორციელდა და მასში მოსწავლეები დიდი ინტერესით ჩაერთნენ. 

აღსანიშნავია, რომ პროექტის თემა - My dream school, გახლდათ და მას მასწავლებელი თამარ მიქაუტაძე ხელმძღვანელობდა. 

მოსწავლეებმა მათთვის საოცნებო სკოლის მოდელი წარმოადგინეს, შექმნეს პლაკატი და საკლასო ოთახში განათავსეს, ისაუბრეს, როგორი უნდა იყოს იდეალური სკოლა და თავიანთი შეხედულებები თამამად დააფიქსირეს. 

მოსწავლეებმა, ინგლისურ ენაში მეტყველებისა და წერის უნარები უკეთ განივითარეს და საკლასო აუდიტორიის წინაშე პრეზენტაცია საინტერესოდ მოაწყვეს. 

იხილეთ ფოტო და ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203