
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი სამსარის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს ცოდნის წარმოჩენისა და მოტივაციის ამაღლების მიზნით, მრავალფეროვან საგაკვეთილო პროცესს სთავაზობენ.
ამჯერად, სკოლაში, მოსწავლეთა აქტიური ჩართულობით, საინტერესო პრეზენტაცია ჩატარდა. ბავშვებმა პრეზენტაციები ქართულ, ინგლისურ და სომხურ ენებზე წარადგინეს.
მოსწავლეებმა მოცემული სამი ქვეყნის შესახებ საინტერესო ინფორმაციები მოიძიეს - მათი წეს-ჩვეულებები და ტრადიციები ერთმანეთს გააცნეს. ბავშვებმა, აღნიშნული ქვეყნების მსგავსება-განსხვავებების შესახებ ისაუბრეს და ცოდნა აიმაღლეს.
აქტივობაში მოსწავლეები დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით იყვნენ ჩართულნი.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები და პრეზენტაციები მოსწავლეებს სხვადასხვა ქვეყნის ტრადიციებსა და წეს-ჩვეულებებს უკეთ აცნობს.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა: