გელათის საჯარო სკოლის მოსწავლეთა სასწავლო- შემეცნებითი ვიზიტი ჰიდრომეტეოროლოგიურ ობსერვატორიაში
27-02-2024

ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ გელათის საჯარო სკოლის მოსწავლეები ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის მუშაობის პრინციპებსა და ამინდზე დაკვირვების მეთოდებს გაეცნენ. 

სკოლის ახალგაზრდა მკვლევართა კლუბ „ევრიკას“ (მეურვე ხათუნა კაპანაძე, გელათის საჯარო სკოლის ბიოლოგია/ ბუნებისმეტყველების  მასწავლებელი) ინიციატივით, 22 თებერვალს მოეწყო სასწავლო-შემეცნებითი ვიზიტი გარემოს ეროვნული სააგენტოს გარემოს დაცვისა და მონიტორინგის დეპარტამენტის კოლხეთის ჰიდრომეტეოროლოგიურ ობსერვატორიაში.

ორგანიზაციის ხელმძღვანელმა - ავთანდილ ქვაჩაკიძემ საინტერესო ინტერაქტიული ლექცია ჩაატარა.

მასპინძელმა, როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეებს უამბო ორგანიზაციის შექმნის ისტორია, მუშაობის პრინციპები, ამინდზე დაკვირვების მეთოდები, ასევე, დიდი ჰესების მნიშვნელობა სტიქიური უბედურებების პრევენციაში.

ატმოსფეროს, ჰაერის, წყლისა და ნიადაგის ლაბორატორიის ქუთაისის განყოფილების II ხარისხის წამყვანმა სპეციალისტმა - თეა ნიკოლაძემ მოსწავლეებს აუხსნა ლაბორატორიაში წარმოებული დაკვირვებების შესახებ. უამბო, რომ მდინარეში მყარი ნაწილაკების - სულფატების, ფოსფატების, ამონიუმის ანალიზისთვის იყენებს სპექტროფოტომეტრს, კეთდება სიმკვრივის განსაზღვრის გრაფიკი, წყალში შერეული ნივთიერებების კოეფიციენტის განსაზღვრა და ამ ნივთიერებების დასაშვებ დოზასთან შედარება.

ასევე, აუხსნა ლაბორატორიაში გამოყენებული თერმოსტატის, Ph-მეტრის, ელექტროგამტარობის საზომი აპარატის და წყლის  დისტილატორის მუშაობის პრინციპები. კოლხეთის ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის II ხარისხის წამყვანმა სპეციალისტმა - გია  ფრუიძემ მოსწავლეებს გააცნო საველე ობსერვატორია, მეტეოროლოგიური დაკვირვებისათვის გამოყენებული ხელსაწყოები - თერმომეტრი, ბარომეტრი, ბაროგრაფი, თერმოგრაფი, ჰიგროგრაფი, ნალექმზომი, მეტეოროლოგიური რადარის კოშკურა.

„აქ მიღებული საინტერესო და შემეცნებითი ინფორმაცია მოსწავლეებს დაეხმარება ამინდის წარმომქმნელი მეტეოროლოგიური სიდიდეები დაუკავშირონ ცოცხალ ორგანიზმებზე მოქმედ აბიოტურ ფაქტორებს. აგრეთვე, გააცნობიერებენ ბიოსფეროში ანთროპოგენული გავლენით გაფრქვეული ტოქსიკური ქიმიური ნაერთების გავლენას ჯანმრთელობაზე.

დაგეგმილი საბუნებისმეტყველო და დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებების ინტეგრირებული პროექტის ფარგლებში მონაწილეობდნენ გელათის საჯარო სკოლის ბიოლოგიის, ქიმიისა  და მათემატიკის მასწავლებლები - ფატი ბიბილეიშვილი, ეკა ნიშნიანიძე, ნატო ნემსაძე. უღრმეს  მადლობას ვუხდით პროექტთან თანამშრომლობისთვის ჩვენს აკადემიურ მასპინძლებს - ბატონ ავთანდილ ქვაჩაკიძეს, გია ფრუიძეს, თეა ნიკოლაძეს თანამშრომლობისა და მოსწავლეებისთვის დაუვიწყარი დღის ორგანიზებისთვის“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203