ქვედა სიმონეთის N2 სკოლის მე-9 კლასის მოსწავლე ლუკა ბუიღლიშვილმა საერთაშორისო ტურნირზე, ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში პირველი ადგილი დაიკავა
27-02-2024

თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა სიმონეთის N2 საჯარო სკოლაში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას განსაკუთრებული ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ, მოსწავლეები სხვადასხვა სპორტულ ღონისძიებებში დიდი ენთუზიაზმით ერთვებიან.

ამჯერად,  ჩვენი სკოლის მე-9 კლასის მოსწავლე ლუკა ბუიღლიშვილმა (მწვრთნელი გ.ჩაფიძე), ბათუმში გამართულ საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის - გელა ჯანელიძის სახელობის საერთაშორისო ტურნირზე, 85 კგ წონით კატეგორიაში, ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ჭაბუკთა შორის, დაიკავა პირველი ადგილი.

სკოლაში მოსწავლის გამარჯვება ახარებთ, მიღწეულს ულოცავენ და წინსვლას უსურვებენ. 

„სასკოლო თემის ყველა წარმომადგენელი ვამაყობთ ლუკას ღირსეული გამარჯვებით და კვლავ წარმატებებს ვუსურვებთ საქართველოს პირველობაზე, რომელიც ა/წ მარტის თვის მეორე ნახევარში გაიმართება ქ. გორში. იმედი გვაქვს, რომ ლუკა კვლავაც გვასახელებს და გვინდა წარმატებები ვუსურვოთ ევროპისაკენ სავალ გზაზე“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203