თბილისის N46 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა პოეტთა მეფეს ღონისძიება მიუძღვნეს 
27-02-2024

ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის თბილისის N46 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობებითაა დატვირთული, რომლებშიც მოსწავლეები დიდი მონდომებით ერთვებიან.

ამჯერად, სკოლაში, გალაკტიონ ტაბიძის გარდაცვალებიდან 65 წლისთავს ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგ ნათია დარახველიძის ხელმძღვანელობით, ღონისძიება მიეძღვნა. მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ გაიხსენეს „პოეტების მეფე“ და მისი პოეზიის შთაგონებით ნახატები შექმნეს.

ბავშვებმა ისაუბრეს პოეტის მოღვაწეობაზე, მის შესახებ საინტერესო ფაქტები ინფორმაციები მოიძიეს და ერთმანეთს გაუზიარეს.

აქტივობაში მოსწავლეები დიდი მონდომებითა და ინტერესით მონაწილეობდნენ.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი ღონისძიებები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებასა და სასწავლო პროცესში ჩართულობის გაზრდას ხელს უწყობს.

იხილეთ ვიდეო ბმულზე 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203