„დიეტა მოზარდობის ასაკში“ - ზედა განთიადის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საინტერესო პროექტის პრეზენტაცია გამართეს
27-02-2024

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა განთიადის საჯარო სკოლაში მოსწავლეებს ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრებას და ჯანმრთელობის საკითხებს ასწავლიან. ამ მიმართულებით სკოლაში არაერთი საგანმანათლებლო ღონისძიება ეწყობა, რაც ჯანმრთელი მომავალი თაობის აღზრდას ემსახურება. 

ზედა განთიადის საჯარო სკოლის VII კლასის მოსწავლეებმა სამოქალაქო განათლების მასწავლებელ ნინო დიასამიძის ხელმძღვანელობით, გამართეს პროექტის პრეზენტაცია თემაზე - „დიეტა მოზარდობის ასაკში“. 

მოსწავლეებმა ისაუბრეს თუ რა ზიანის მოტანა შეუძლია თვითნებურ დიეტებს, განსაკუთრებით მოზარდობის ასაკში. მათ გასცეს რეკომენდაციები როგორ ავიცილოთ მოსალოდნელი და დამღუპველი შედეგები, რაც თვითნებურ, არაკონტროლირებად წონის კლებას შეიძლება მოყვეს.

პროექტი მოსწავლეებისთვის შემეცნებითთან ერთად, თავშესაქცევიც აღმოჩნდა, ჯანსაღი კვების შესახებ ბევრი ხალი შეიტყვეს და შეიმეცნეს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203