საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლაში, საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, ინტელექტუალური თამაში გაიმართა
26-02-2024

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლაში სასწავლო წელი საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობებითაა გაჯერებული. მოსწავლეები პედაგოგთა ხელმძღვანელობით სხვადასხვა მნიშვნელოვან მოვლენასა და თარიღს აქტიურად აღნიშნავენ.

ამჯერად, სკოლაში, საბჭოთა ოკუპაციის დღეს კვირეული მიეძღვნა. აღნიშნული კვირეულის ფარგლებში, სკოლაში, ინტელექტუალური თამაში: „რა? სად? როდის?“ ჩატარდა. 

კითხვები ეხებოდა 1801-1921 წლებში მომხდარ მოვლენებს - საქართველოს ისტორიასა და მის მნიშვნელოვან დეტალებს.

მოსწავლეებმა ამ დღეს საჭირო ინფორმაცია და ცოდნა მიიღეს.

თამაშის ორგანიზატორი, ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი ლიკა დევნოზაშვილი გახლდათ. 

აღნიშნულ ინტელექტუალურ თამაშში, ასევე, სხვა სკოლის მოსწავლეებიც მონაწილეობდნენ, რომლებსაც იოანე ბოლნელის სახელობის სკოლაში მადლობას უხდიან.

„უდიდესი მადლობა მონაწილე გუნდებს, განსაკუთრებული მადლობა N5 საჯარო სკოლის მოსწავლეებს, დირექციასა და ისტორიის პედაგოგს. ოკუპაციის კვირეულში აქტიური მონაწილეობისთვის“, - ამბობენ სკოლაში.

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203