„Whats scares you most“ - წყალტუბოს N2 სკოლაში საინტერესო ინგლისურენოვანი პროექტი განხორციელდა
26-02-2024

მამუკა სამაკაშვილის სახელობის წყალტუბოს N2 საჯარო სკოლაში, მოსწავლეთა აქტიური ჩართულობით, საინტერესო და მრავალფეროვანი პროექტები ხორციელდება.

ამჯერად, სკოლის მე-6, მე-6, მე-8 და 8 კლასებში, პედაგოგ თამარ უგლავას ხელმძღვანელობით, პროექტი თემაზე - „Whats scares you most“ ჩატარდა. 

მოსწავლეებმა ინგლისურენოვან პროექტზე მუშაობისას ცოდნა და შესაძლებლობები შესანიშნავად წარმოაჩინეს. მათ კლასში, თავიანთი ნამუშევრები წარადგინეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, პროექტის მომზადება საინტერესო, შთამბეჭდავი და დამაფიქრებელი აღმოჩნდა მოსწავლეებისათვის.

ისინი პროექტის მეშვეობით ერთმანეთს უკეთ გაეცნენ.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები და პროექტები მოსწავლეებს ინგლისური ენის უკეთ შესწავლაში ეხმარება, რაზეც სასკოლო საზოგადოება აქტიურად ზრუნავს.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:
























 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203