მესხეთის საჯარო სკოლაში მეცნიერ ქალთა და გოგონათა საერთაშორისო დღე ღონისძიებით აღინიშნა
26-02-2024
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მესხეთის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი არაერთი საინტერესო აქტივობითა თუ ღონისძიებითაა გაჯერებული. 

აღსანიშნავია, რომ სკოლას აქტიური მოსწავლეთა თვითმართველობა ჰყავს. ამჯერად, მათი ინიციატივითა და პედაგოგ ანა რიჟამაძის ხელმძღვანელობით, მეცნიერ ქალთა და გოგონათა საერთაშორისო დღე აღინიშნა.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ღონისძიება ინფორმაციული ხასიათის იყო. დამსწრე სასკოლო საზოგადოებამ, ელექტრონული რესურსების გამოყენებით, მეცნიერ ქალბატონებზე საინტერესო ისტორიები ნახა და მოისმინა.

აქტივობებმა დიდი წარმატებით ჩაიარა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203