მესხეთის საჯარო სკოლაში წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე საინტერესოდ აღინიშნა
26-02-2024
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მესხეთის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებაზე ზრუნავენ. მათ შორის, მასწავლებლების ერთ-ერთი მთავარი საზრუნავი მათთვის კითხვის შეყვარებაა.
ამ მიზნით კი არაერთი თემატური აქტივობა ეწყობა. ამჯერად, სკოლაში წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღის აღნიშვნას შეუერთდნენ.
გაიმართა თემატური აქტივობები, მოსწავლეებმა საყვარელ წიგნებსა და პერსონაჟებზე ისაუბრეს. ასევე, შერჩეული ნაწარმოებები ხმამაღლა წაიკითხეს, ადამიანის ცხოვრებაში წიგნის მნიშვნელობის შესახებ ყურადღება გაამახვილეს და დრო სასიამოვნოდ გაატარეს.
დღემ ძალიან ნაყოფიერად ჩაიარა, რაზეც მოსწავლეთა დაინტერესებაც მეტყველებდა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს