მესხეთის საჯარო სკოლაში დავით აღმაშენებელის ღვაწლს ღონისძიება მიეძღვნა
26-02-2024
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მესხეთის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს, აღინიშნება სხვადასხვა მნიშვნელოვანი თარიღიც.
მათ შორის, ისტორიის მასწავლებელ მაია სულაკაძის ხელმძღვანელობით, ღონისძიება ჩატარდა, რომელიც მეფე დავით აღმაშენებელს ეძღვნებოდა. მასში მე-7, მე-8, მე-9 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
მათ დიდი მეფისა და მისი ეპოქის შესახებ ისაუბრეს, ინფორმაცია გაცვალეს, ცოდნა გაიღრმავეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს. აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებმა საინტერესო ნომერი წარადგინეს.
როგორც სკოლაში ამბობენ, ღონისძიება ინფორმაციულ ხასიათს ატარებდა და სასკოლო საზოგადოებაში დიდი ინტერესი გამოიწვია.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს