მინაძის საჯარო სკოლის უფროსკლასელებმა საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, ლიტერატურული კომპოზიცია გამართეს 
26-02-2024

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ მინაძის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საბჭოთა ოკუპაციის დღეს ღონისძიება მიუძღვნეს.

უფროსკლასელებმა, სასკოლო თემში, აღნიშნულ თემაზე, ლიტერატურული კომპოზიცია წარადგინეს, რამაც მსმენელთა ინტერესი გამოიწვია.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, განსაკუთრებულად შეფასდა მოსწავლეთა მიერ წაკითხული ქართველ იუნკერთა წერილები, რომლებიც მათ დიდი ემოციითა და მხატვრულობით მიაწოდეს საზოგადოებას. 

დღე საკმაოდ ემოციური, შემეცნებითი და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა, როგორც მოსწავლეებისთვის, ასევე მსმენელთათვის. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203