
ბათუმის N2 საჯარო სკოლის პედაგოგები, სიახლეების ძიებისკენ და განვითარებაზე არიან ორიენტირებულნი, აქტიურად ერთვებიან ეროვნულ თუ საერთაშორისო პროექტებში და ზრუნავენ პროფესიულ წინსვლაზე.
მათ შორისაა ფიზიკის პედაგოგი მარინა შოთაძე, რომლის პროექტმა აჭარის განათლების ფონდის კონკურსში გაიმარჯვა. აღსანიშნავია, რომ კონკურსი აჭარის განათლების ფონდმა, ფიზიკის მასწავლებელთათვის გამოაცხადა. კონკურსის გამარჯვებულები კი ჟენევაში (შვეიცარია) მდებარე ბირთვული კვლევების ევროპულ ცენტრში (CERN - Organisation Européenne pour la Recherche Nucléaire) ერთკვირიან სტაჟირებას გაივლიან.
კონკურსი ჩატარდა ორ ეტაპად: პირველ ეტაპზე კანდიდატები შეირჩა დოკუმენტაციის განხილვის შედეგად, ხოლო, მეორე ეტაპზე გასულმა კანდიდატებმა გაიარეს გასაუბრება და პრეზენტაციის სახით წარადგინეს სკოლაში მოსწავლეებთან ერთად, განხორციელებული სასწავლო პროექტ-გაკვეთილი ფიზიკაში თუ ინტეგრირებული ფიზიკასთან.
ბათუმის N2 საჯარო სკოლის პედაგოგისა და მოსწავლეების მიერ განხორციელებული პროექტი რჩეულთა შორის მოხდა.