„იქნებ ვაზია სამშობლო...“ -  მინაძის საჯარო სკოლაში მშობლიური ენის საერთაშორისო დღეს მრავალფეროვანი აქტივობები მიეძღვნა
26-02-2024

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ მინაძის საჯარო სკოლაში, მრავალფეროვანი აქტივობით, მშობლიური ენის საერთაშორისო დღე აღინიშნა. 

ამ თარიღთან დაკავშირებით, მოსწავლეები სლოგანის - „იქნებ ვაზია სამშობლო...“, ირგვლივ გაერთიანდნენ და მრავალფეროვანი აქტივობები მოაწყვეს. 

მოსწავლეებმა შეასრულეს მრავალფეროვანი ნახატები და დაწერეს ესეები, მშობლიურ ენასთან დაკავშირებით, მათთმა ნამუშევრება დიდი მოწონება დაიმსახურა. 

ცნობისთვის 21 თებერვალი მშობლიური ენის საერთაშორისო დღეა. ეს თარიღი იუნესკომ 1999 წელს დააწესა ენობრივი და კულტურული მრავალფეროვნების შენარჩუნების, განვითარებისა და წარმოჩენის მიზნით. 2000 წლის თებერვლიდან მშობლიური ენის საერთაშორისო დღე ყოველწლიურად სხვადასხვა ღონისძიებებით მთელ მსოფლიოში აღინიშნება.       

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203