ბათუმის N2 საჯარო სკოლაში ლოგიკურ-შემეცნებითი თამაში გაიმართა
27-02-2024

ბათუმის N2 საჯარო სკოლაში მუდმივად ცდილობენ მოსწავლეებს შემეცნებითთან ერთად, სახალისო აქტივობები შესთავაზონ და მათი დაინტერესება გამოიწვიონ. 

ამჯერად, სკოლაში ლოგიკურ-შემეცნებითი თამაში - „მაფიის ღამე“, გაიმართა, რომელშიც მოსწავლეები დიდი სიამოვნებით ჩაერთნენ. 

აღსანიშნავია, რომ თამაში საკმაოდ საინტერესო და სახალისო აღმოჩნდა, მოსწავლეები მაქსიმალურად ცდილობდნენ თავიანთი პერსონაჟების შენიღბვას, მათი ინტერესების დაცვას და არგუმენტირებულ მსჯელობას. 

სკოლაში გააზრებული აქვთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ამ ტიპის აქტივობები მოსწავლეთა განწყობის ამაღლებისა და მათთვის მსჯელობის, კრიტიკული აზროვნებისა და ანალიტიკური უნარების განვითარებისთვის. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203