„პროფორიენტაციის ხელშეწყობა მოსწავლეებში“- ლიის თემის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, პროექტის ფარგლებში, კლიპი გადაიღეს
26-02-2024
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ლიის თემის N1 საჯარო სკოლაში ნიჭიერი, შრომისმოყვარე და მიზანდასახული მოსწავლეები სწავლობენ, რომლებიც სასკოლო აქტივობებში მონდომებით ერთვებიან. 

ამჯერად, სკოლაში სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში საინტერესო პროექტი განახორციელეს, რომლის თემაც იყო „პროფორიენტაციის ხელშეწყობა მოსწავლეებში“. 

მოსწავლეები მის მიმდინარეობაში დიდი ინტერესით ჩაერთნენ და ფილმი „უდიპლომი სასიძოს“ მოტივებზე გადაიღეს.მათ შემოქმედებითი შესაძლებლობები წარმოაჩინეს და საკითხზე აზრი დააფიქსირეს. სასკოლო საზოგადოებამ გზავნილი - „არა უაზრო დიპლომანიას!“ გააჟღერა.

იხილეთ ვიდეო:


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203