ლაჯანის საჯარო სკოლის შემოქმედებითი ტური მონასტრებში სტუმრობით დასრულდა
25-05-2018
ლაჯანის საჯარო სკოლაში სასწავლო პროექტი „არც მიწის იყო არც ცისა“ განხორციელდა. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, პროექტი, რომელიც სკოლაში ოქტომბრის თვიდან მიმდინარეობს, 19-20 მაისს 2 დღიანი ექსკურსიით დასრულდა.

პროექტის ფარგლებში მონაწილეებმა მოინახულეს - ნიკორწმინდის ტაძარი, საჩხერეში - აკაკის სახლ-მუზეუმი დაათვალიერეს, სავანეში კი - ძიძისეული სახლი, ნახეს კაცხის სვეტი და ბუნებაში  ტესტირება ჩაუტარდათ. მოზარდებმა ფურცლებზე ექსკურსიით მიღებული შთაბეჭდილებები გადაიტანეს და მეგობრის დაბადების დღეც აღნიშნეს. 

ექსკურსიის მეორე დღეს მოსწავლეები გელათისა და მოწამეთის მონასტრებს ესტუმრნენ და ნავენახევის და სათაფლიის მღვიმეები დაათვალიერეს. დღე კი ქუთაისის გასართობ პარკში დაასრულეს. 

სკოლის დირექცია, პედაგოგებს საინტერესო პროექტის განხორციელებისთვის მადლობას უხდის. 

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203