ბათუმის N2 საჯარო სკოლაში საინტერესო ღონისძიება ჩატარდა
26-02-2024

ბათუმის N2 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებასა და წარმატებულ მომავალზე ორიენტირებული გარემოა შექმნილი, იმართება სხვადასხვა საინტერესო აქტივობა.

ამჯერად, სკოლაში თანასწორობის კვირეულის ფარგლებში, მანდატურის სამსახურის ინიციატივითა და ევროპის საბჭოს მხარდაჭერით, ღონისძიება ჩატარდა.

მის მიმდინარეობაში მოსწავლეები დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით ჩაერთნენ. მათ საინტერესოდ ისაუბრეს, სხვადასხვა ნომერი შეასრულეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს. 

„მადლობა ბენდის წევრებს, კახა ცინცაძის ხელმძღვანელობით და სკოლის ფოკლორულ ანსანბლს, ანა გულედანის ხელმძღვანელობით. მადლობა მე-7 კლასის მოსწავლეებს პოსტერების ლამაზად წარდგენისათვის“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203