ბათუმის N2 საჯარო სკოლაში დავით აღმაშენებლის ხსენების დღე ტრადიციულად, განსაკუთრებულად აღინიშნა
26-02-2024

ბათუმის N2 საჯარო სკოლაში მნიშვნელოვან თარიღებს ყოველთვის გამორჩეული აქტივობები ეძღვნება.

აღსანიშნავია, რომ სკოლა 1991 წლიდან 2004 წლამდე დავით აღმაშენებლის სახელს ატარებდა. ამიტომაც, ტრადიციულად, ყოველი დავითობა განსაკუთრებულად აღინიშნება.

ამ დღესთან დაკავშირებით, ყველა კლასში ჩატარდა საუბრები და პრეზენტაციები. გარდა ამისა, სკოლაში მიიწვიეს: ირაკლი ბარამიძე - ბსუ-ის ასოცირებული პროფესორი, ხათუნა დიასამიძე - ბსუ-ის ასოცირებული პროფესორი, ოლეგ ჯიბაშვილი - ასოცირებული პროფესორი, ბსუ-ის ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის ისტორიის და არქეოლოგიის განყოფილების უფროსი. მათ საინტერესოდ ისაუბრეს და სასკოლო საზოგადოების დიდი ინტერესი გამოიწვიეს. 

აქტივობებმა დიდი წარმატებით, ნაყოფიერად ჩაიარა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203