თბილისის N132 საჯარო სკოლაში საბჭოთა ოკუპაციის დღეს საგანმანათლებლო კვირეული მიეძღვნა
26-02-2024
თბილისის N132 საჯარო სკოლაში საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, ინფორმაციული აქტივობებით გაჯერებული კვირეული ჩატარდა. 

კვირეულში აქტიურად ჩაერთნენ სკოლის რუსული და ქართული სექტორის მასწავლებლები და მოსწავლეები.

აღსანიშნავია, რომ კვირეულის ფარგლებში მოეწყო ფილმის ჩვენება, მოსწავლეებმა დაამზადეს საინფორმაციო ბუკლეტები, შექმნეს კედლის გაზეთი და სასკოლო სივრცეში, ცნობიერების ამაღლების მიზნით, განათავსეს. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, კვირეულის დასასრულს ჩატარდა ღონისძიება, სადაც მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ ისაუბრეს საქართველოს ანექსიაზე.

მოსწავლეებმა ასევე წარადგინეს პრეზენტაციები, რომლებიც  შეეხებოდა 1921 წლის თებერვლის მოვლენებსა და ასევე ოკუპაციის შემდგომი პერიოდის მძიმე დღეებს.  

სკოლაში აღნიშნავენ, რომ საინტერესო იყო მზადების პროცესი და კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი  აქტივობები. 

იხილეთ ფოტოები: 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203