ღონისძიება ორი სხვადასხვა დატვირთვით - ბეშთაშენის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა შემეცნებითი პრეზენტაცია გამართეს 
26-02-2024

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეშთაშენის საჯარო სკოლაში, მნიშვნელოვანი თარიღები ყოველთვის განსაკუთრებულად აღინიშნება.

ამჯერად სკოლაში 21 თებერვალი, ორი მოვლენის აღსანიშნავი თარიღი იზეიმეს. პირველი, როგორც ენის საერთაშორისო დღე და მეორე - საქართველოს პირველი კონსტიტუციის მიღების დღე. 

ღონისძიებაზე, მოსწავლეები დამსწრე საზოგადოებას ესაუბრნენ ენის დაცვის მნიშვნელობაზე, განიხილეს ისტორიული დღე, როცა საქართველოს პირველი კონსტიტუცია მიიღეს, სიამაყით გააშუქეს სამშობლოს დროშა და გერბი. 

მოსწავლეებმა სამშობლოზე დაწერილი ლექსები მხატვრულად წაიკითხეს, ღონისძიების ბოლოს კი, გაჟღერდა ჰიმნი, რამაც მეტად ემოციური და შთაბეჭდილებებით აღსავსე გახადა დღე. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203