„სწავლა ცოდნის მდინარეა, სინათლისკენ მიმავალი“ - ცხუნკურის N2 საჯარო სკოლაში ლიტერატურული ღონისძიება გაიმართა
26-02-2024

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ცხუნკურის N2 საჯარო სკოლაში, არაერთი საინტერესო და შედეგზე ორიენტირებული აქტივობა ეწყობა.

ამჯერად, სკოლაში ლიტერატურული ღონისძიება - „სწავლა ცოდნის მდინარეა, სინათლისკენ მიმავალი“ გაიმართა. მის მიმდინარეობაში მე-8 კლასის მოსწავლეები ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელ დალი ხეცურიანის ხელმძღვანელობით, დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით ჩაერთნენ. 

მათ წაიკითხეს ბრძნული გამონათქვამები სწავლასა და ცოდნაზე, ასევე მასწავლებელზე ლექსები წარმოთქვეს. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებიდან ნაწყვეტი წარადგინეს, რომელიც ღონისძიების თემატიკასთან დაკავშირებული იყო.

„ღონისძიება ძალიან საინტერესო და ხალისიანი გამოვიდა და დიდი მოწონებაც დაიმსახურა“,- ამბობენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203