„ტყეების მრავალფეროვნება“ - ზემო ქედის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეთა შთამბეჭდავი პროექტი
26-02-2024

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ქედის N2 საჯარო სკოლაში პროექტებით სწავლება წარმატებით მიმდინარეობს. 

ახლახან, სკოლის III კლასში ბუნებისმეტყველების მასწავლებელმა - თამარ ნებიერიძემ და კომპიუტერული ტექნოლოგიების მასწავლებელმა - ეკატერინე ჩიტაურმა განახორციელეს პროექტი - „ტყეების მრავალფეროვნება“.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, პედაგოგებმა მოსწავლეებს შესთავაზეს ვირტუალურად ემოგზაურათ ტყეში და შექმნილი შთაბეჭდილებებით გაეხმოვანებინათ თავისივე შექმნილი ტყეები.

მოსწავლეებმა პროგრამაში შექმნეს მათთვის ნაცნობი ხეების ტყის მოდელი. სამი ტიპის ტყე: ფოთლოვანი, წიწვოვანი და შერეული. ასევე - თემის შესაბამისად ბინადარი ცხოველები, ფრინველები, მცენარეები, მწერები და ბუნებისა და ცხოველების აუდიოგახმოვანება.

„პროექტი საკმაოდ სახალისოდ და ემოციურად წარიმართა. მოსწავლეები საკუთარი ცოდნის დემონსტრირებით კმაყოფილი იყვნენ. შექმნილი ნამუშევრები გაუზიარეს მასწავლებლებს და თანაკლასელებს“,- გვეუბნებიან სკოლაში. 

სკოლის დირექცია მადლობას უხდის მასწავლებელს და მოსწავლეებს განხორციელებული პროექტისთვის და უსურვებს წარმატებას

იხილეთ მოსწავლეთა ნამუშევრები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203