ხონის N2 საჯარო სკოლის მე-7 კლასის მოსწავლეები იუნკერთა ხსოვნის დღეს თემატური აქტივობით შეუერთდნენ
27-02-2024
აკაკი ჩხენკელის სახელობის ქალაქ ხონის N2 საჯარო სკოლაში პედაგოგები ზრუნავენ, რომ მოსწავლეებს პატრიოტული სულისკვეთება ჩამოუყალიბდეთ და საქართველოს ისტორიის შესახებ მეტი იცოდნენ.
ამჯერად, სკოლაში ქართველ იუნკერთა ხსოვნის დღეს თემატური აქტივობები მიეძღვნა. მე-7ბ კლასის მოსწავლებმა ქართველი იუნკერები და მარო მაყაშვილი გაიხსენეს, მათ დამსახურებაზე ისაუბრეს, ცოდნა გამოავლინეს და ინფორმაცია გაცვალეს.
მათ მარო მაყაშვილის ლექსი „წერო“ წაიკითხეს: „ჩემი ძმები და ამხანაგები, ვინც შეიწირა ომმა წყეულმა, ასე მგონია რაღაც განგებით. თეთრ წეროებად გადაქცეულან.... წეროთა გუნდი ყივის და ყივის. ისინი მართლაც ჩემი ძმებია. სადღაც გამქრალა მიჯრილი მწკრივი და, ალბათ, ჩემი შესავსებია...“.
23 თებერვალს საქართველოში 1921 წელს საბჭოთა რუსეთის წითელი არმიის წინააღმდეგ კოჯორ-ტაბახმელასთან გამართულ ბრძოლაში დაღუპულ ახალგაზრდა იუნკერთა ხსოვნას პატივს მიაგებენ.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს