„თებერვლის ქარები“ -  დაბლაციხის საჯარო სკოლაში საბჭოთა ოკუპაციის დღეს ლექცია-სემინარი მიეძღვნა
26-02-2024

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ დაბლაციხის საჯარო სკოლაში, შემეცნებითი და ინფორმაციული ხასიათის შეხვედრები აქტიურად იმართება და მასში მოსწავლეები დიდი ინტერესით ერთვებიან.

26 თებერვალს, ისტორიის პედაგოგმა, რამაზი დოლიძემ ჩაატარა ლექცია-სემინარი, 1921 წლის, 25 თებერვლის, ოკუპაციის შესახებ.

შეხვედრის თემა - „თებერვლის ქარები“, გახლდათ. 

მოსწავლეებისთვის შეხვედრა ინფორმაციული აღმოჩნდა, მათ მოისმინეს არც ისე შორეული მოვლენების შესახებ ფაქტები, იმსჯელეს განხილული თემის ირგვლივ და კიდევ ერთხელ გაიაზრეს დამოუკიდებლობისა და თავისუფლების ფასი. 

შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში გაიმართა, მოსწავლეებისთვის პედაგოგის მონათხრობი ძალიან საინტერესო აღოჩნდა, ისინი დიდი ყურადღებით უსმენდნენ მას. 

25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღეა. 102 წლის წინ, 1921 წლის 25 თებერვალს, თბილისში ბოლშევიკების მე-11 არმია შემოიჭრა, ქალაქი აიღო და საქართველო საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკად გამოაცხადა. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203