ხონის N2 საჯარო სკოლის მე-5 კლასელთა ​მათემატიკის „გემრიელი“ გაკვეთილი
27-02-2024

აკაკი ჩხენკელის სახელობის ქალაქ ხონის N2 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს მეტად საინტერესო სასწავლო პროცესს სთავაზობენ. 

მათ შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია, მე-5 კლასის მოსწავლეთა მათემატიკის მრავალფეროვანი აქტივობებით დატვირთული, სახალისო, ყველაზე „გემრიელი“ გაკვეთილი, რომელსაც მათემატიკის მასწავლებელი თამარ ვაჭარაძე ხელმძღვანელობდა. 

გაკვეთილის თემა იყო -  „წილადი რიცხვები“. 

მოსწავლეებმა ბევრი მაგალითი განიხილეს, ელექტრონულად შეავსეს კითხვარები და დასასრულს მიღებული ცოდნა საგანგებოდ მომზადებული ხაჭაპურის დასაგემოვნებლად გამოიყენეს.  

„მე ძალიან მიყვარს მე-5 კლასი“ - აცხადებს თამარ მასწავლებელი, რომელიც მოსწავლეებს საინტერესო აქტივობებით ანებივრებს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203