„ჩვენ გვახსოვს ჩვენი წარსული, ამიტომ ვირჩევთ ევროპულ მომავალს“- მარაბდის საჯარო სკოლაში საბჭოთა ოკუპაციის დღეს საგანმანათლებლო აქტივობები მიეძღვნა
26-02-2024

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ცხრა ძმა ხერხეულიძის სახელობის მარაბდის საჯარო სკოლაში 1921 წლის 25 თებერვალი გაიხსენეს.

საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, სკოლაში არაერთი საგანმანათლებლო აქტივობა მოეწყო. 

ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის ჩართულობით : IX, X და XI კლასის მოსწავლეებმა გამართეს პრეზენტაცია და გაიხსენეს 1921 წლის მოვლენები.

მონაწილეებმა ნახეს აგრეთვე დოკუმენტური ფილმები: მარო მაყაშვილსა და ქართველ იუნკერებზე. შექმნეს თემატური პოსტერი. ასევე ახალგაზრდებმა წაიკითხეს მარო მაყაშვილის დღიურის ჩანაწერები. მათ მხატვრულად წაუკითხეს აუდიტორიას კ.ნადირაძის ცნობილი ლექსი - „25 თებერვალი“

„ჩვენ გვახსოვს ჩვენი წარსული და ამიტომ ვირჩევთ ევროპულ მომავალს“,- ასეთია მოსწავლეთ გზავნილი. 

25 თებერვალი საბჭოთა ოკუპუციის დღეა. 102 წლის წინ, 1921 წლის 25 თებერვალს, თბილისში ბოლშევიკების მე-11 არმია შემოიჭრა, ქალაქი აიღო და საქართველო საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკად გამოაცხადა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203