წინწყაროს საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მოსწავლეები ერთმანეთს შაშში შეეჯიბრნენ
26-02-2024
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ წინწყაროს საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს.
მოსწავლეებს პროფესიონალი პედაგოგები საინტერესო აქტივობებს სთავაზობენ. ამჯერად, სკოლაში შიდასასკოლო სპორტული შეჯიბრება - „შაში“ გაიმართა. მასში დაწყებითი კლასების მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
შეჯიბრის შედეგად, გამარჯვებული მოსწავლეები გამოვლინდნენ, რომლებიც სიგელებით დაჯილდოვდნენ.
აღნიშნული პროექტის ხელმძღვანელები სპორტის მასწავლებლები - ბადრი ნიჟარაძე და ირაკლი გიგანი იყვნენ. ისინი მოსწავლეთა განვითარებაზე აქტიურად ზრუნავენ.