„სიჯანსაღე“- სასწავლო-შემეცნებითი აქტივობა წინწყაროს საჯარო სკოლაში
26-02-2024
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ წინწყაროს საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ინტერესებზე, ცოდნის გაღრმავებასა და განვითარებაზე ორიენტირებული გარემოა შექმნილი.
ამჯერად, სკოლაში შემეცნებითი ღონისძიება - „სიჯანსაღე“ ჩატარდა. მის ფარგლებში, მე-4ა კლასის მოსწავლეები სკოლის ექიმს - მზია დესპოტაშვილს ეწვივნენ და კითხვები ცხოვრების ჯანსაღ წესზე დაუსვეს.
მოსწავლეები აქტივობაში, პედაგოგ ეკა ხვიბლიანის ხელმძღვანელობით, დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით ჩაერთნენ. მათ ცოდნა გაიღრმავეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.