თბილისის N31 საჯარო სკოლის მოსწავლეები ოკუპაციის მუზეუმს ესტუმრნენ
28-02-2024

თბილისის N31 საჯარო სკოლაში ჩვენი ქვეყნის ისტორიის მნიშვნელოვანი მოვლენები და თარიღები არ ავიწყდებათ, ზრუნავენ მოსწავლეთა პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებაზე და მათ სამშობლოს სიყვარულს, თავისუფლების არსსა და ეროვნული ფასეულობების პატივისცემას ასწავლიან. 

25 თებერვალს, სკოლის მოსწავლე-მასწავლებლებმა 1921 წლის ტრაგიკული მოვლენები გაიხსენეს და საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლაში დაღუპულ იუნკერთა ხსოვნას პატივი მიაგეს. 

სკოლაში, საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრის ინიციატივით, საბჭოთა ოკუპაციის დღეს კვირეული მიეძღვნა. 

საგანმანათლებლო კვირეულის ფარგლებში VII /ა კლასის მოსწავლეები ესტუმრნენ ოკუპაციის მუზეუმს.

მოსწავლეებმა საქართველოს საბჭოთა ოკუპაციის პერიოდთან (1921-1991 წწ.) დაკავშირებული მასალები დაათვალიერეს და ცოდნა გაიღრმავეს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203