წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, კლასის საათი ჩატარდა
26-02-2024

ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი საინტერესო აქტივობებითაა დატვირთული. სკოლაში, ასევე აქტიურად აღინიშნება მნიშვნელოვანი მოვლენები და თარიღები.

 VII კლასში, ჩვენი ქვეყნის უახლესი ისტორიის მნიშვნელოვანი და ტრაგიკული მოვლენების შესახებ საუბარს დაეთმო კლასის საათი.

კლასის ხელმძღვანელი და ისტორიის მასწავლებელი ფიქრია გიორხელიძე გახლავთ.

მოსწავლეებმა კლასში, საბჭოთა ოკუპაციის შესახებ მოძიებული ინფორმაციების შესახებ პრეზენტაციები წარადგინეს, შექმნეს პოსტერები. მათ ასევე წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს საქართველოს დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ იუნკერთა ხსოვნას.

აქტივობებში ისინი დიდი მონდომებითა და ინტერესით მონაწილეობდნენ.

1921 წლის 25 თებერვალს რუსეთის წითელმა არმიამ თბილისი აიღო და საქართველოს საყოველთაო და თავისუფალი არჩევნების გზით არჩეული ხელისუფლება დაამხო, რის შედეგადაც განახორციელა საერთაშორისო სამართლის სუბიექტის – საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ანექსია.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203