თბილისის N31 საჯარო სკოლაში საბჭოთა ოკუპაციის დღეს საგანმანათლებლო ღონისძიებების კვირეული მიეძღვნა
26-02-2024

თბილისის N31 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებას დიდი ყურადღება ექცევა. მოსწავლეები საქართველოს ისტორიას განსაკუთრებული შემართებით სწავლობენ, რაც დირექციისა და პედაგოგთა დამსახურებაა. 

სკოლაში 1921 წლის 25 თებერვალი გაიხსენეს.

საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრის თაოსნობით, საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, სკოლაში კვირეული მოეწყო. 

საგანმანათლებლო კვირეულის ფარგლებში XI/ა კლასის მოსწავლეებმა VI/ა მოსწავლეებს წარუდგინეს პრეზენტაცია ოკუპაციის თემაზე. ასევე, გაიმართა კინოჩვენება. VI/ა კლასის მოსწავლეებმა შექმნეს ბუკლეტები, პოსტერები, ნახატები. აქტივობას პედაგოგი ეკა ბარნაბიშვილი ხელმძღვანელობდა.

25 თებერვალი საბჭოთა ოკუპუციის დღეა. 102 წლის წინ, 1921 წლის 25 თებერვალს, თბილისში ბოლშევიკების მე-11 არმია შემოიჭრა, ქალაქი აიღო და საქართველო საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკად გამოაცხადა. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203