
ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს მრავალფეროვან და საინტერესო აქტივობებს სთავაზობენ, რომლებშიც ბავშვები დიდი ინტერესით ერთვებიან.
ამჯერად, II გ კლასის მოსწავლეებმა, რომელთა დამრიგებელი იზა შავგულიძე გახლავთ, ხოლო - მათემატიკის მასწავლებელი მანანა წულაია, კომპლექსურ დავალებაზე - „ტანგრამი“ იმუშავეს. მის ფარგლებში, ბავშვებმა ისწავლეს ტოლი ფიგურები, საზღვრები.
მეორეკლასელებმა ასევე გაიცნეს ტანგრამი, გამოიყენეს ფერთა კომბინაცია სამყაროს სილამაზის გადმოსაცემად, გამოჭრეს სხვადასხვა ფიგურა და ტანგრამთან დამეგობრებაც შეძლეს.
კომპლექსურ დავალებაზე მუშაობა, როგორ სკოლაში აღნიშნავენ, სასიამოვნო და სახალისო იყო მოსწავლეთათვის.
ბავშვები აღნიშნულ აქტივობებში ხალისით, ინტერესითა და მონდომებით მონაწილეობდნენ.
მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას ხელს უწყობს და მათ სასწავლო პროცესში ჩართულობას ზრდის.
იხილეთ ფოტოები: