დანდალოს N1 საჯარო სკოლაში იუნკერთა ხსოვნას ღონისძიება მიეძღვნა
26-02-2024
იაკობ გოგებაშვილის სახელობის ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ დანდალოს N1 საჯარო სკოლაში, სასწავლო წლის განმავლობაში, არაერთი საინტერესო აქტივობა იმართება.

ამჯერად კი, იუნკერების ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო მოეწყო, რომლის მიმდინარეობაშიც მოსწავლეები უდიდესი მონდომებით ჩაერთნენ. მათ იუნკერთა გმირულ თავდადებაზე ისაუბრეს, სათქმელი მკაფიოდ დააფიქსირეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს. 

აღსანიშნავია, რომ დამსწრე საზოგადოებამ დაღუპულთა ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგო.

ღონისძიებას სკოლის დირექტორი - ინგა ბერიძე, პედაგოგიური კოლექტივი და სკოლის აღსაზრდელები ესწრებოდნენ.  ორგანიზატორი კი ისტორიის მასწავლებელი ვაჟა ფარტენაძე იყო.

1921 წლის 23 თებერვალს საბჭოთა რუსეთის წითელი არმიის წინააღმდეგ კოჯორ-ტაბახმელასთან გამართულ ბრძოლაში დაღუპულ იუნკერთა საპატივსაცემოდ, 23 თებერვალს საქართველოში იუნკერთა ხსოვნის დღე აღინიშნება.
 
იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203