ბათუმის N6 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლის იტალიური ენის შემსწავლელი ჯგუფის მოსწავლეები დიპლომატიურ წვეულებას დაესწრნენ
26-02-2024
ბათუმის N6 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლის მოსწავლეები, პედაგოგების ხელმძღვანელობით აქტიურად ერთვებიან სხვადსხვა საგანმანათლებლო ინიციატივებში. 

ამჯერად, მე-9 კლასის იტალიური ჯგუფის მოსწავლეები მიწვეულნი იყვნენ დიპლომატიურ წვეულებაზე ლიეტუვის სახელმწიფოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღესთან დაკავშირებით და საქართველო-ლიეტუვას შორის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლისთავის აღსანიშნავად.

აღსანიშნავია, რომ ღონისძიებას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი, ლიეტუვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ანდრიუს კალინდრა, ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი, უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, ლიეტუვის საპატიო კონსული და ბათუმის სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები ესწრებდონენ. 

შეხვედრა მოსწავლებისთვის საინტერესო, შემეცნებითი და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა, ისინი შთაბეჭდილებებით დატვირთულები დაბრუნდნენ შინ. 

იხილეთ ფოტოები: 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203