„გვახსოვდეს, რომ არ განმეორდეს“ - წყალტუბოს N1 სკოლაში ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, საინტერესო გაკვეთილი ჩატარდა
26-02-2024

ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში საქართველოს ოკუპაციის დღე გაიხსენეს.

ამ დღესთან დაკავშირებით, სკოლაში საინტერესო გაკვეთილი ჩატარდა თემაზე - „გვახსოვდეს, რომ არ განმეორდეს“. სკოლის Vlll და VIII კლასებში (დამრიგებლები თათია ივანეიშვილი და ლამარა სამნიაშვილი, საგნის მასწავლებელი იზოლდა ჯანგავაძე) მოეწყო თემატური ფილმის ჩვენება, რის შემდგომაც მოსწავლეებმა ოკუპაციის შედეგებზე ისაუბრეს და ერთხმად განაცხადეს - „არა ოკუპაციას“.

აქტივობაში ბავშვები დიდი მონდომებითია და ინტერესით მონაწილეობდნენ. მათ აღნიშნულ დღეს საჭირო ცოდნა და გამოცდილება მიიღეს.

1921 წლის 25 თებერვალს რუსეთის წითელმა არმიამ თბილისი აიღო და საქართველოს საყოველთაო და თავისუფალი არჩევნების გზით არჩეული ხელისუფლება დაამხო, რის შედეგადაც განახორციელა საერთაშორისო სამართლის სუბიექტის – საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ანექსია.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203