
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემოხეთისა და საჭამიასერის საჯარო სკოლებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ, მოსწავლეები სხვადასხვა სპორტულ ღონისძიებაში დიდი ენთუზიაზმით ერთვებიან.
ამჯერად, ისინი სასკოლო სპორტული ოლიმპიადის რეგიონალურ ტურში, მაგიდის ჩოგბურთში წარმატებით მონაწილეობდნენ.
აღნიშნულ ოლიმპიადაში, მე-2 საპრიზო ადგილი საჭამიასერის საჯარო სკოლის ვაჟებისა და ზემოხეთის საჯარო სკოლის გოგონების გუნდებმა დაიმსახურეს. მათ სპორტული შესაძლებლობები შესანიშნავად წარმოაჩინეს.
სკოლაში მოსწავლეთა წარმატებით ამაყობენ და მათ კვლავ წინსვლას უსურვებენ.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა წარმატებას მუდამ მხარს უჭერენ.
იხილეთ ფოტოები: