ხონის N2 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეთა წიგნიერების სადარაჯოზე 
26-02-2024

აკაკი ჩხენკელის სახელობის ქალაქ ხონის N2 საჯარო სკოლაში, სასწავლო წლის განმავლობაში, მნიშვნელოვანი თარიღები შესაბამისი აქტივობებით აღინიშნება. 

სასკოლო საზოგადოების ყურადღების მიღმა არც მშობლიური ენის საერთაშორისო დღე აღმოჩენილა. ამასთან დაკავშირებით, მე-7კლასი მოსწავლეებმა, ქართული ენის მასწავლებელ ნინო დგებუაძესთან ერთად, უძველესი ქართული წერილობითი ძეგლების სამყაროში „იმოგზაურეს“. გარდა ამისა, გაიხსენეს ფარნავაზ მეფე, რომელმაც შექმნა „მწიგნობრობაი ქართული“, ისაუბრეს ქართული ანბანის განვითარების საფეხურებზე და ააგეს „ანბანის კოშკი“. ბოლოს, ნაწყვეტი ფილმიდან - „ფესვები“ ნახეს. აღნიშნეს, რომ „ხის სიმაღლე მიწის ზემოდან კი არ იზომება, ფესვებიდან!“.

მშობლიური ენის საერთაშორისო დღე, ასევე აღნიშნეს პირველკლასელებმა ქართული ენის მასწავლებელ ნანა ლეჟავასთან ერთად. ამ დღეს შეუერთნენ, 1-ელი, მე-3 და მე-4ბ კლასის მოსწავლეები, ქართული ენის მასწავლებელ მარიზა კინწურაშვილთან ერთად. მნიშვნელოვანი თარიღი სასკოლო საზოგადოებას მე-7, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეებმა, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელ ავლორა ომანაძე-ასლანიკაშვილთან ერთად, ხოლო მე-9 კლასელებმა ქართული ენის მასწავლებელ - ლეილა ჯიშკარიანთან ერთად მიულოცეს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203