იხტილის საჯარო სკოლის მოსწავლეთა საინტერესო ღონისძიება
26-02-2024

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ იხტილის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობებითაა დატვირთული, რომლებშიც მოსწავლეები დიდი ენთუზიაზმით მონაწილეობენ.

ამჯერად, სკოლის მე-4 კლასში, მასწავლებლის - ჟანნა ბახჩაგულიანის ხელმძღვანელობით, საინტერესო ღონისძიება გაიმართა, რომელიც მამაკაცთა დღეს მიეძღვნა. 

ბავშვები ამ დღეს საინტერესო აქტივობებში ჩაერთნენ - იცეკვეს, იმღერეს, შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს, ბოლოს, კი გოგოებმა ბიჭებს საჩუქრები გადასცეს. აღნიშნულმა საჩუქრებმა ბიჭები ძალიან გაახარა.

აქტივობებში ბავშვები დიდი მონდომებითა და ინტერესით მონაწილეობდნენ. მათთვის ეს დღე სახალისო აღმოჩნდა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203