ყაურმის საჯარო სკოლაში მხატვრული კითხვის კონკურსი ჩატარდა 
26-02-2024

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ყაურმის საჯარო სკოლის მოსწავლეები ქართულ ენას საინტერესო აქტივობებით და ღონისძიებებით სწავლობენ.

23 თებერვალს, ყაურმის საჯარო სკოლაში ჩატარდა მხატვრული კითხვის კონკურსი ქართულ ენაზე.

კონკურსში ჩართულნი იყვნენ სკოლის დაწყებითი კლასის მოსწავლეები, რომელთაც შემოქმედებითი ნიჭი და შესაძლებლობები წარმოაჩინეს. 

ჟიურის წევრებმა  ყურადღებით მოუსმინეს ბავშვებს და შეაფასეს შესაბამისი კრიტერიუმების მიხედვით.

სკოლის ადმინისტრაციამ ბავშვებს სიგელები გადასცა.

ღონისძიებას ორგანიზება ქართული ენის პედაგოგ ლია ტონოიანმა გაუწია. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203