„მოწყობილობების ინტერფეისები“ - საინტერესო აქტივობა სამთაწყაროს საჯარო სკოლის VI კლასში
26-02-2024

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამთაწყაროს საჯარო სკოლაში, სასწავლო პროცესის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად წარმართვასა და მოსწავლეთა ინტერესების გათვალისწინებას დიდი ყურადღება ეთმობა. 

ამჯერად, VI კლასში, კომპიუტერული ტექნოლოგიების მასწავლებლის ხელმძღვანელობით, განხორციელდა პროექტი - „მოწყობილობების ინტერფეისი“.

აღსანიშნავია, რომ პროექტის ფარგლებში, მოსწავლეებმა შექმნეს სხვადასხვა მოწყობილობების „ინტერფეისის“ მათთვის საყვარელი, არსებული გამოუყენებული და ხშირად გამოყენებადი აპლიკაციების „ტუტორიალები“. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეებმა საკმაოდ საინტერესოდ წარმოაჩინეს თავისი ნამუშევრები. ბევრი საინტერესო ინფორმაცია გაიგეს სხვადასხვა აპლიკაციების შესახებ.

სკოლის დირექცია მადლობა უხდის პროექტის მონაწილეებს და ორგანიზატორებს და მათ წარმატებას უსურვებს. 

იხილეთ ვიდეო 1; ვიდეო 2; ვიდეო 3; ვიდეო 4; ვიდეო 5; ვიდეო 6; ვიდეო 7; ვიდეო 8; ვიდეო 9; ვიდეო 10; ვიდეო 11; ვიდეო 12ვიდეო 13; ვიდეო 14ვიდეო 15; ვიდეო 16; ვიდეო 17; ვიდეო 18; ვიდეო 19; ვიდეო 20; ვიდეო 21; ვიდეო 22; ვიდეო 23; ვიდეო 24; ვიდეო 25; ვიდეო 26; ვიდეო 27; ვიდეო 28; ვიდეო 29.




 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203