
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ტურცხის საჯარო სკოლას არაერთი წარჩინებული და წარმატებული ახალგაზრდა აღუზრდია, მათ შორისაა არმენუი ავეტისიანი.
სკოლა მოხარულია გვამცნოს, რომ სწავლაში მიღწეული წარმატებისთვის კურსდამთავრებული ვერცხლის მედლით დაჯილდოვდა.
სკოლა მთელი გულით ულოცავს სკოლის წარჩინებულ კურსდამთავრებულს, ვერცხლის მედალოსნობას, უსურვებს წინსვლასა და ულევ წარმატებას ცხოვრების გზაზე.
აღსანიშნავია, რომ დღეს, არმენუი უკვე წარმატებული სტუდენტია და სწავლობს სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში.
„სკოლა ამაყობს თითოეული თავისი კურსდამთავრებულის წარმატებით და ყველა მათგანს უსურვებს წინსვლასა და საუკეთესო მომავალს!“, - აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტო: