ისტორიული მოვლენებისადმი მიძღვნილი შემეცნებითი შეხვედრა ურავლის საჯარო სკოლაში
26-02-2024

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ურავლის საჯარო სკოლის პედაგოგები მუდმივად ცდილობენ ინფორმაციული და შემეცნებითი შეხვედრები გამართონ, რაშიც მოსწავლეები სიამოვნებით ჩაერთვებიან. 

ამჯერად, ისტორიის პედაგოგმა, ლალი ხვედელიძემ გამართა პრეზენტაცია თემაზე: დემოკრატიული რესპუბლიკის მუშაობის კულმინაცია - კონსტიტუციის შექმნა და საბჭოთა რუსეთის მე-11 წითელი არმიის მიერ თბილისის დაკავება. 

შეხვედრის მიზანი იყო: ქვეყნის წარსულის გაანალიზება. 

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეები დიდი ინტერესით ჩაერთნენ შეხვედრაში, ყურადღებით უსმენდნენ პედაგოგს და იაზრებდნენ იმ ისტორიულ მოვლენებს, რამაც ჩვენი ქვეყნის სიტორია დაწერა. 

დღე შემეცნებითი, ინფორმაციული და ინტერაქციული აღმოჩნდა. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203