
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ სათხის საჯარო სკოლაში, მშობლიური ენის საერთაშორისო დღე მრავალფეროვანი ღონისძიებით აღინიშნა.
ამ დღესთან დაკავშირებით, მე-10 კლასის მოსწავლეებმა სკოლის სომხური ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის ელენა გინოსიანის ინიციატივით მოაწყვეს ღონისძიება.
ღონისძიების ფარგლებში მოსწავლეებმა მხატვრულად წაიკითხეს ლექსები, შეასრულეს მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები და დამსწრეთა დიდი მოწონებაც დაიმსახურეს.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, ღონისძიება ჩატარდა პატრიოტულ ატმოსფეროში და ემსახურებოდა მიზანს - მშობლიური ენის მნიშვნელობისა და არსის სასკოლო საზოგადოებისთვის გაზიარებას.
ღონისძიებაში მონაწილე თითოეულმა მოსწავლემ გააცნობიერა, რომ მშობლიური ენის შენარჩუნება ყველას მოვალეობაა.
„ყველამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ საუკუნეების მანძილზე ჩვენთვის მემკვიდრეობით მიღებული მშობლიური ენა ბროლის სიწმინდით გადასცეს თაობებს“, - ამ იდეის ირგვლივ გაერთიანებულმა მოსწავლეებმა და პედაგოგმა სასკოლო საზოგადოებას, ინფორმაციული, დასამახსოვრებელი და სასიამოვნო ღონისძიება შესთავაზეს.
იხილეთ ვიდეოები: