ხონის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, შთამბეჭდავი წარმოდგენებით, სამყარო სივრცულად შეიმეცნეს
26-02-2024
აკაკი ჩხენკელის სახელობის ქალაქ ხონის N2 საჯარო სკოლაში მოწავლეთათვის არაერთი გამორჩეული აქტივობა იმართება.
ამჯერად, სკოლაში „პლანეტარიუმ ვარსკვლავს“ უმასპინძლეს.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეები პლანეტარიუმში დაუვიწყარი ემოციებით დაიმუხტნენ, გალაქტიკებში იმოგზაურეს, დაათვალიერეს პლანეტები და შთამბეჭდავი წარმოდგენებით სამყარო სივრცულად შეიმეცნეს.
პლანეტარიუმის გუმბათის ქვეშ, მოსწავლეებმა 3 განზომილებაშისამყაროს ევოლუცია ნახეს. მათ ცოდნა გაიღრმავეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და შთაბეჭდილებებზე ისაუბრეს.
„ეს აქტივობა ძალიან ემოციური, საინტერესო და სახალისო აღმოჩნდა მათთვის“,- ამბობენ სკოლაში.