
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ წინარეხის საჯარო სკოლაში, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციასა და ჰიგიენის საკითხებზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას დიდი ყურადღება ეთმობა.
ამ მიზნით, 20 თებერვალს სკოლის ექთნის, ციური გოდერძიშვილის ხელმძღვანელობით I-IV კლასის მოსწავლეებისთვის და მათი მშობლებისთვის ჩატარდა.
ლექციის თემები: „სხეულის ჰიგიენა“, „ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელობა ჯანმრთელობაზე“ და „ინფექციური დავადებები“, გახლდათ.
ლექციის მიზანი იყო მოსწავლეთა თვითშეგნების ამაღლება პირადი ჰიგიენის აუცილებლობაზე და ამ წესების მათ ყოველდღიურ ცხოვრებაში დანერგვა.
შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს ინფექციურ დაავადებებთან ბრძოლაზე და მათ პრევენციებზე.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეებს ამ მიმართულებით მიეცათ მითითებები და გაეცნენ საინფორმაციო აბრებსა და პლაკატებს.
იხილეთ ფოტოები: