ხონის N2 საჯარო სკოლაში მშობლიური ენის საერთაშორისო დღე საინტერესოდ აღინიშნა
26-02-2024

აკაკი ჩხენკელის სახელობის ქალაქ ხონის N2 საჯარო სკოლაში მნიშვნელოვან თარიღებსა და მოვლენებს აქტიურად აღნიშნავენ. 

შესაბამისად სკოლა აქტიურად შეუერთდა მშობლიური ენის საერთაშორისო დღეს.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, მე-7 კლასის მოსწავლეებმა, ქართული ენის მასწავლებელ ნინო დგებუაძესთან ერთად, იმოგზაურეს უძველესი ქართული წერილობითი ძეგლების სამყაროში. გაიხსენეს ფარნავაზ მეფე, რომელმაც შექმნა „მწიგნობრობაი ქართული... “, გაიხსენეს ჩვენი ანბანის განვითარების საფეხურები. ააგეს „ანბანის კოშკი“, ბოლოს კი ნახეს ნაწყვეტი ფილმიდან - „ფესვები“ - „ხის სიმაღლე მიწის ზემოდან კი არ იზომება, ფესვებიდან!...“

მშობლიური ენის საერთაშორისო დღე, ასევე აღნიშნეს პირველკლასელებმა ქართული ენის მასწავლებელ ნანა ლეჟავასთან ერთად.

მშობლიურ ანბანს ასევე ხოტბა შეასხეს, 1-ლი, მე-3 და მე-4 კლასის მოსწავლეებმა ქართული ენის მასწავლებელ მარიზა კინწურაშვილთან ერთად. 

21 თებერვალი მშობლიური ენის საერთაშორისო დღედ  იუნესკომ 1999 წელს გამოაცხადა, რაც ენობრივი და კულტურული მრავალფეროვნების შენარჩუნებას და განვითარებას ისახავდა მიზნად.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203